ვითხოვთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალოს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება, დეპუტატებისთვის დოკუმენტების გადაცემა და ასე შემდეგ, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოსგან დიდი მოლოდინი არ აქვთ, თუმცა ბრძოლას მაინც აგრძელებენ.

"დიდი მოლოდინი სასამართლოსგან არ გვაქვს, მაგრამ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მინიმუმ იმისთვის, რომ დავის ყველა რესურსი ამოწურული იყოს.

ჩვენ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ და ახლა უკვე მესამე ეტაპზე ვართ. სიახლე არის ის, რომ მოვითხოვეთ დროებითი განჩინების გამოტანა. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც სასამართლოს შეუძლია კონკრეტულ პირს აუკრძალოს კონკრეტული ქმედების განხორციელება. 

ჩვენ ვითხოვთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალოს პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება, დეპუტატებისთვის დოკუმენტების გადაცემა და ასე შემდეგ", - განაცხადა  ნონა ქურდოვანიძემ. 

საია საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე, ცესკოს შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს  მიმართავს.