ამერიკული ტელეკომპანია "ფოქს ნიუსი" აქვეყნებს წერილს, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა.

მელანია ტრამპის წერილი აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ანკორიჯში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.

როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, პუტინმა წერილი დაუყოვნებლივ, ამერიკული დელეგაციის თანდასწრებით წაიკითხა.

"როგორც მშობლების, ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მომავალი თაობის იმედს. როგორც ლიდერების, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს შვილებს, რაც სცდება რამდენიმე ადამიანის კომფორტს. უდავოდ, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, ღირსებით სავსე სამყარო შევქმნათ ყველასთვის, რათა ყველა ადამიანმა მშვიდად გაიღვიძოს და მომავალი საიმედოდ იყოს დაცული. ეს მარტივი, მაგრამ ღრმა იდეაა, ბატონო პუტინ, რაშიც დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით: თითოეული თაობის შთამომავლები იწყებენ ცხოვრებას სისუფთავით - უმანკოებით, რომელიც აღემატება გეოგრაფიას, მმართველობას ან იდეოლოგიას. და მაინც, დღევანდელ მსოფლიოში ზოგიერთი ბავშვი იძულებულია, თავის თავში ატაროს ჩუმი სიცილი, რომელსაც გარშემო არსებული სიბნელე არ შეხებია – ჩუმი წინააღმდეგობა იმ ძალების მიმართ, რომლებიც მათ მომავალს ემუქრება. ბატონო პუტინ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნოთ მათ მელოდიური სიცილი. ამ ბავშვების უმანკოების დაცვით თქვენ უფრო მეტს გააკეთებთ, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მსახურებაა – თქვენ მთელ კაცობრიობას მოემსახურებით. ასეთი თამამი იდეა ყოველგვარ ადამიანურ დაყოფას სცდება და სწორედ თქვენ, ბატონო პუტინ, შეგიძლიათ ამ ხედვის რეალობად ქცევა დღესვე ერთი ხელმოწერით. დრო დადგა“, – აღნიშნულია წერილში.