უკრაინა დაჟინებით მოითხოვს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს, რომლებიც იმუშავებს პრაქტიკაში, ისევე როგორც ნატოს მე-5 მუხლი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"უსაფრთხოება პრაქტიკაში უნდა მუშაობდეს, ისევე როგორც ნატოს მე-5 მუხლი. და ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად განვიხილავთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ კიევმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან გაიგო, რომ ამერიკა და ვლადიმერ პუტინი ამას ერთნაირად აღიქვამენ.

"სწორედ ამიტომ ვისაუბრეთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. უკრაინისა და მოლდოვას გაყოფა არ შეიძლება. თუ ასეთი გაყოფა მოხდება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ევროპა გაყოფილია უკრაინასთან მიმართებაში, რომ ევროპას არ აქვს საერთო და ძლიერი პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.