იტალიის ქალაქ ტურინში, აფრენისას, იტალიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი Aermacchi MB-339-PAN ჩამოვარდა და ავტომანქანებს დაეცა, 5 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა, შემდეგ მიწაზე დაეცა და რამდენიმე მანქანას დაეჯახა.

როგორც მედია წერს, ერთ-ერთ ავტომობილში ოჯახი იმყოფებოდა. 5 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, უფროსმა 12 წლის ძმამ კი მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაშია გადაყვანილი ბავშვების დედ-მამაც.

პილოტმა კატაპულტირება ბოლო მომენტში მოახერხა.

პილოტის თქმით, კატასტროფის შესაძლო მიზეზი თვითმფრინავის ძრავში ჩიტის მოხვედრა იყო, გამოძიება გრძელდება.