ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, შაბათ-კვირას გერმანიის თავზე აღმოჩენილი დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას, მათ შორის, შესაძლოა, იმ დრონების უკანაც, რომლებმაც მიუნხენის აეროპორტში ათობით ფრენა შეაფერხა.

"ჩვენი ვარაუდით, ამ დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას“, – განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, ევროპის საჰაერო სივრცეში შეჭრის სიხშირე უპრეცედენტო იყო ცივი ომის დროსთან შედარებითაც კი, თუმცა აქამდე შემჩნეული არცერთი დრონი არ იყო შეიარაღებული და ყველა მათგანი სადაზვერვო ფრენებს ასრულებდა.