მოსკოვის ოლქში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ელშან იბრაჰიმოვი რუსეთიდან გააძევეს.

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმოვი ბაქოში "აეროფლოტის“ საღამოს რეისით გაფრინდება.

აღსანიშნავია, რომ ელშან იბრაჰიმოვს რუსეთის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ ჩამოერთვა.