ან გვაქვს ღირსება და სურვილი, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში და სრულფასოვანი პიროვნებები გვერქვას, ან უნდა შევეგუოთ ამ ვითარებას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ადამიანებს ფეისბუკპოსტის გამო, ციხეში ამწყვდევენ.

"ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. ქვეყანა, სადაც ფეისბუკპოსტის გამო, ხალხს ციხეში ამწყვდევენ და ათეულობით ახალგაზრდას 5-7 წლით პატიმრობა ემუქრება შეთითხნილი ბრალდებით, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს და თითოეული ჩვენგანი ვართ საფრთხეში. მსხვილმანი "ქოცები" არიან საფრთხეში და მთელი რეგიონი - აჭარა რომ ჰქონდა მიცემული სამართავად, ის კაცი არ დაინდვეს და ვის დაინდობენ?! დიქტატურა დამყარდაო რომ ვამბობთ, მაგას ნიშნავს, რომ დიქტატურაში არცერთი ადამიანი არ არის დაცული. თურმე, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს ფეისბუკზე კომენტარის დაწერის უფლება არ აქვს - ამ მორალში ვცხოვრობთ. ან გვაქვს ღირსება და სურვილი, რომ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში და სრულფასოვანი პიროვნებები გვერქვას, ან უნდა შევეგუოთ ამ ვითარებას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.