ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ხვალ ვაშინგტონში ჩავა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს სენატორ ლინდსი გრემის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.

"პრეზიდენტ ტრამპთან ვისაუბრებ ყველა მიმდინარე საკითხზე, მათ შორის ირანში არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართავაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან დიალოგის შესახებაც.

ნეთანიაჰუს განმარტებით, რუბიომ დაადასტურა შეერთებული შტატების განზრახვა, მტკიცედ იმოქმედოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინააღმდეგ.

"ეს ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მართლმსაჯულებას საფრთხეს უქმნის, ასევე, ემუქრება დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოების უფლებას, სუვერენულად იმოქმედონ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.