26 ივლისის დილით, რუმინეთში, F-16 გამანადგურებელმა კიდევ ერთი რუსული დრონი გაანადგურა, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინეთის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების თანახმად, წინა დღეს ჩამოგდებული დრონი „შაჰედის“ ტიპისაა, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს იყენებს.

"მიუღებელი და აუტანელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ასევე ნატოს და ევროკავშირის საჰაერო სივრცეა. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, მათ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

მომხდართან დაკავშირებით რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.