სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კოპენჰაგენში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტს არ დაესწრება.

"სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ბოდიში მოიხადა ევროპის საბჭოს არაფორმალურ სამიტსა და ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე დაუსწრებლობის გამო, რაც დაკავშირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან", - განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

სამიტებში მონაწილეობის გარდა, ფიცო კოპენჰაგენში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრასაც გეგმავდა, შესაბამისად მოლაპარაკებებიც გაუქმდა.

რობერტ ფიცოს 2024 წლის 15 მაისს ესროლეს. მკვლელობის მცდელობის საქმეზე ხვალ სავარაუდოდ, დასკვნითი სხდომა გაიმართება.