ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ალიანსი ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას

"საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, დიდია - არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე, რაკეტებიდან და დრონებიდან კიბერშეტევებამდე. გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ბირთვული გაფართოებაც. ირანი ტერორსა და ქაოსს ავრცელებს“, – განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ირანის საფრთხეზე და ამ კონტექსტში თურქეთი გამოყო.

"ბოლო კვირების განმავლობაში ნატომ ოთხჯერ წარმატებით ჩაჭრა ირანიდან თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტები. ნატო მზადაა ასეთი საფრთხეებისთვის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა თურქეთისა და ყველა მოკავშირის დასაცავად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.