სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში "ლიბერალური პარტიის" ლიდერმა ლი ჯე მიონმა გაიმარჯვა.

ბიულეტენების 95%-ზე მეტის დათვლის შემდეგ ლი ჯე მიონმა ხმათა 48,83% მოიპოვა, მისმა მეტოქემ, კონსერვატორმა პრეზიდენტობის კანდიდატმა კიმ მუნ სუმ 42.03%.

მან დამარცხება აღიარა და ლი ჯე მიონს გამარჯვება მიულოცა.

ახალმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დაჰპირდა, რომ მათ იმედს არ გაუცრუებს.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 80%-ს, მიაღწია, რაც დაახლოებით 44,5 მილიონი ამომრჩეველია. ეს 1997 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.