აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა.

"მარკო არის მეტად პატივსაცემი ლიდერი და თავისუფლების ძლიერი ხმა. ის იქნება ჩვენი ერის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მეომარი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენი მოწინააღმდეგეების წინაშე“, – აღნიშნულია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად წარდგენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად რუბიოც.

"როგორც სახელმწიფო მდივანი, ყოველდღიურად ვიმუშავებ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის განსახორციელებლად. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ძალის მეშვეობით და ყოველთვის დავაყენებთ ამერიკელებისა და ამერიკის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა. მოუთმენლად ველოდები აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას, რათა პრეზიდენტს ჰყავდეს თავისი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გუნდი, როდესაც ის 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს“, – წერს რუბიო.