2 სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა.

მისივე თქმით,  მაქსიმალური ვადა არის 1 თვე და 1 თვის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, 1 დღიდან 1 თვემდე.

"ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. ჯერ, რა თქმა უნდა, გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი ჯერ რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა.

რაც შეეხება ვადებს, ორივე სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, ორივე სარჩელი ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს. ვადებთან დაკავშირებით დღეს ვიკრიბებით ჩვენ, დღის მეორე ნახევარში, თუ როგორი იქნება ჩვენი ასევე დროით ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ამაზეც დღეს შევთანხმდებით.
მაქსიმალური ვადა არის 1 თვე. 1 თვის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, 1 დღიდან 1 თვემდე. როდესაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, უკვე იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როცა მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული გამოქვეყნდება. არავითარი დაჩქარებული წესის აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ ეს საკითხი, ისედაც, კანონმდებლობიდან გამომდინარე არის დაჩქარებული“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით, სარჩელით გუშინ წინ მიმართა, იმავე შინაარსის სარჩელით მიმართა სასამართლოს ოპოზიციამაც.