უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეხმაურება.

"უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“ – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.

ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.