უნგრეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდა. ხმების ნახევრის დათვლის შემდეგ პეტერ მადიარის ოპოზიციური პარტია "ტისა" იმარჯვებს.

უნგრეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა ხმების 45.71%. ამ მომენტისთვის "ტისას" ხმების 67.84% მიიღო, ანუ პარლამენტში 135 ადგილი (სულ 199 ადგილიდან); „ფიდესმა“ მიიღო 28.64%, ანუ 57 ადგილი.

უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 77.80% შეადგინა, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში  5,856 მლნ-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.