გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი სახმელეთო ჯარების ახალი მეთაური გახდა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე სირსკი შეცვალა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად დაინიშნა.

ერთი დღით ადრე პავლიუკი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

2006 წლის ივლისიდან 2007 წლის აპრილამდე გენერალ-ლეიტენანტი პავლიუკი მეთაურობდა უკრაინის სამშვიდობო კონტინგენტს კოსოვოში, ხოლო 2010 წლიდან 2015 წლამდე 24-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას.

2014 წლის მარტიდან პავლიუკი აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მოგერიებაში. მის მეთაურობით ბრიგადა გამოირჩეოდა სლავიანსკის, კრამატორსკის, სევერსკის და ლისიჩანსკის განთავისუფლების დროს.

2015-2017 წლებში პავლიუკი იყო სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის "დასავლეთის" მეთაურის პირველი მოადგილე, ხოლო 2017 წლიდან 2020 წლამდე - ამავე სარდლობის მეთაური.