კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ თუ კრემლი ომს არ დაასრულებს, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს გააძლიერებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ინტერვიუ მისცა LTV-ის ჟურნალისტს. საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდასხმები და მათი შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის თავდასხმები უფრო ფართომასშტაბიანი და ძლიერი გახდება.

როგორც მან აღნიშნა, მოვლენების შემდგომი განვითარება პირდაპირ კავშირშია რუსეთის ქმედებებთან და ომის გაგრძელების სურვილთან.

"თუ რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს, ცხადია, რომ ამას კიდევ უფრო ინტენსიურად იგრძნობს საკუთარ ტყავზე. ჩვენი დარტყმები უფრო ღრმა და ძლიერი გახდება“, - განაცხადა ბუდანოვმა.