თუ ვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ ამ ადამიანს, რა შინაარსის იყო ეს კომენტარი და მსგავსი სახის ინფორმაციის გაჟღერება დაუშვებელია, - ამის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა.

"პოსტებთან" დაკავშირებით ეს იყო ჩემი პირველი საქმე, რომელიც განვიხილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საქმეზე, რომელიც დამეწერა, თუ არ ვცდები, აგვისტოში. 

არ მაქვს სხვა მსგავსი საქმე, მე ამ საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე 4 სექტემბერს.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ ამ ადამიანს, რა შინაარსის იყო ეს კომენტარი და მსგავსი სახის ინფორმაციის გაჟღერება დაუშვებელია", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ “ფორმულასთან" .

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ, კერძოდ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.