მსოფლიო მოუწოდებს უკრაინაში ომის დასრულებისკენ, მაგრამ რუსეთი აგრძელებს კონფლიქტის გაჭიანურებას და უარყოფს ნებისმიერ რეალურ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ორი კვირის წინ ვაშინგტონში ითქვა, რომ ახლა რუსები მზად უნდა იყვნენ რეალური მოლაპარაკებებისთვის - ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის. უკრაინა, უდავოდ, ამისთვის მზადაა, მაგრამ რუსეთი ომს აგრძელებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით მათგან ყველა სიგნალი სწორედ ამის შესახებაა.

"ახლა, ჩინეთში ვიზიტის დროს, პუტინი კვლავ თავს დაიძვრენს. ეს მისი ნომერ პირველი სპორტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მსოფლიოში ყველა ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი იყო და დაჟინებით მოითხოვდა ომის დასრულებას.

"ეს იყო ყველას პოზიცია, ჩინეთიც, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე სხვა ლიდერებთან, რომლებიც ახლა სამიტზე არიან – თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მსოფლიოს თითქმის ყველა დანარჩენი ქვეყანაც მხარს უჭერს ომის დასრულებას. დღეს რომის პაპმაც გააკეთა განცხადება და დიდი მადლობა მას ამისთვის. ერთადერთი, ვისაც ომი სურს, რუსეთია", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა მომავალში ღირს რუსეთზე ზეწოლის განხორციელება.

„ჩვენ ველით, რომ არავინ შეეგუება ომის გახანგრძლივებას. ჩვენ ველით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, დიდი ოცეულის ქვეყნების მტკიცე პოზიციას. ეს ომი მხოლოდ დესტაბილიზაციას მატებს მსოფლიო პროცესებს. რუსეთმა უნდა გადაიხადოს ამისთვის და გადაიხდის კიდეც“, - განაცხადა ზელენსკიმ.