ანდრეი სიბიჰამ ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ, ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საფუძველზე და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"ანდრეი სიბიჰასთან ერთად განვიხილეთ ჩვენი ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები მაისისა და ივნისისთვის. გუნდურ დონეზე, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დიალოგს უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან და არსებობს ურთიერთობების კონსტრუქციული გადატვირთვის პერსპექტივები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ემზადებიან უნგრეთთან ორმხრივი კონსულტაციების ფორმატისთვის - მე შედეგებს ველოდები.

ასევე განვიხილეთ მინისტრთან ჩვენი მუშაობა ევროპულ ინსტიტუტებთან, რათა გაიხსნას კლასტერები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში - უკრაინამ გადადგა საჭირო ნაბიჯები და მნიშვნელოვანია, რომ პროცესებისთვის მკაფიო ვადები იყოს განსაზღვრული.

ანდრეი სიბიჰამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საფუძველზე და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით.

განისაზღვრა ცალკეული ამოცანები რუსეთის ომის დასრულების მოლაპარაკებებთან და ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ამ პროცესში - ჯერჯერობით ეს ამოცანები საჯარო არ არის. ჩვენ ველით, რომ ევროპა ძლიერი იქნება და ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ევროპული პოზიციებისა და ინტერესების გათვალისწინება, ისევე როგორც უკრაინის. დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.