თელავში მე-12 კლასელები, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ, ავარიაში მოჰყვნენ.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელიც.

დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.