უკრაინის ოცნებაა, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები და დაასრულოს ომი რუსეთთან 2025 წელს. ყველაფერი გაკეთდება, რომ ის რეალობად იქცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ RaiNews24-თან ინტერვიუში განაცხადა.

"პუტინს სურს და ყოველთვის სურდა ჩვენი სრული განადგურება. ეს ფაქტია. ეს მისი ოცნებაა. და არ არის საჭირო სხვა ზღაპრების დაჯერება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამიტომ, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც რუს დიქტატორს ომით დაბრუნების საშუალებას არ მისცემს.

"ჩვენი ოცნებაა, რომ წელს მივიღოთ გარანტიები და წელს დავასრულოთ ომი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.