დღეს რუსეთის ჯარებმა დაარტყეს სუმს ბალისტიკური რაკეტებით, რის შედეგადაც ბევრი დაიღუპა და დაშავდა. ეს თავდასხმა წესიერების ყველა ზღვარს კვეთს, - ამის შესახებ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი სოციალურ ქსელში წერს.

"დღევანდელი შეტევა რუსეთის ჯარების მიერ სამოქალაქო ობიექტებზე სუმში, ბზობის კვირას, წესიერების ყველა ზღვარს კვეთს. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა", - წერს გენერალი.

მისი თქმით, როგორც ყოფილ სამხედრო მეთაურს, ესმის რა არის მიზანმიმართული დარტყმები და აღნიშნა, რომ ეს არასწორია.

"ამიტომაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ბევრს მუშაობს ამ ომის დასასრულებლად“, - აღნიშნავს კელოგი.

დღეს, 13 აპრილს, ბზობას რუსებმა სუმს ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. დაზარალდა ქალაქის ცენტრი, სადაც დარტყმის დროს უამრავი ადამიანი იყო ქუჩებში, მანქანებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა უკვე 99-ია, მათგან 11 ბავშვია. გარდა ამისა, დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა (ადრე ცნობილი იყო 31 გარდაცვალების შესახებ).

თავდასხმის დროს ყველაზე მეტად ტროლეიბუსში მყოფი ადამიანები დაზარალდნენ, რადგან ის ერთ-ერთი დარტყმის ეპიცენტრთან ახლოს იყო. თავდასხმის შედეგად თითქმის ყველა დაიღუპა, ვინც ტროლეიბუსში იმყოფებოდა.