სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემთვის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. რას ემსახურება კომისია? არაფერს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერების მისვლა შეცდომაა.

"სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემთვის არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. რას ემსახურება კომისია? არაფერს. გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა. პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ამაზე ალაპარაკებს მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მიმაჩნია იქ მისვლა ოპოზიციონერების შეცდომად. მეორე მხრივ, ეს არის სამშობლოს ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებები. რასაც ჩვენ ვხედავთ, "ხელისუფლება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მაგისტრ მოსამართლესთან იკითხება.