უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, კიევი უკვე ამზადებს შესაბამისი სანქციების გადაწყვეტილებებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება მხოლოდ მის მოსახლეობას არ ეხება.

მისივე თქმით, ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ის რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ მიჰყავს.

"უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც აკეთებენ ისინი ახლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ ვისთვის მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მან უკვე გასცა ბრძანება შესაბამისი სანქციების გადაწყვეტილებების მომზადებაში.

"ჩვენ ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ რეაქციას და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.