უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად უნდა დაურეკოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუ ის დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებით, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

ფიცომ აღნიშნა, რომ მოსკოვში მან პუტინს ზელენსკისგან შეტყობინება გადასცა.

"მან (ზელენსკიმ) სომხეთში, ჩვენი პირადი შეხვედრის დროს მითხრა, რომ მზადაა ვლადიმერ პუტინთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისთვის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამავდროულად, მან საჯაროდ გამოაცხადა პუტინის პასუხი უკრაინის პრეზიდენტის შეტყობინებაზე.

"თუ უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრით არის დაინტერესებული, ის ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს თავის რუს კოლეგას“, - აღნიშნა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 11 მაისამდე გახანგრძლივება.

"მე ცეცხლის შეწყვეტას აბსოლუტურად აუცილებელს ვუწოდებდი, რათა სივრცე მიეცეს აბსოლუტურად აუცილებელს - დიპლომატიურ ძალისხმევას, დიალოგს, მოლაპარაკებებს, რაც ათასჯერ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთმანეთის მკვლელობა", - განაცხადა ფიცომ.