ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.

"ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, “ქართული ოცნების" მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!”, - წერს მთივლიშვილი.