უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს მოსკოვის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა სერგეი ლეშჩენკომ განაცხადა.

"ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, პუტინს მოსკოვის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს. რადგან მოსკოვი აგრესორი ქვეყნის დედაქალაქია, მოლაპარაკებების ასეთი ფორმატი შეუძლებელია“, - განაცხადა ლეშჩენკომ.

პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა დღეს განაცხადა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურდა, მოსკოვში უნდა დარეკოს. უშაკოვის თქმით, პუტინი შეხვედრისთვის მზადაა და ასეთი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება.