ასე აღნიშნავს რუსეთი ჩვენი უძველესი კიევის დღეს, მტერმა  ძლიერი დარტყმა სწორედ კიევსა და ოლქს მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს ჩვენმა სახელმწიფომ გაიარა რუსული შაჰედის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა - 54 დრონი ერთდროულად. თითქმის ყველა ჩამოაგდეს.

ასე აღნიშნავს რუსეთი ჩვენი უძველესი კიევის დღეს... მთელი თავისი ისტორიის მანძილზე კიევს დამპყრობლებისგან უნახავს სხვადასხვა სისაძაგლე. ყველა მათგანს გადაურჩა - რაშისტებსაც გადაურჩება. აქ არცერთი არ იქნება!" - განაცხადა ზელენსკიმ.

28 მაისს უკრაინელები კიევის დღეს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს. თავდაცვითმა ძალებმა შეძლეს მტრის 52 დრონის ჩამოგდება.