ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია, - ამის შესახებ "ქართული ლეგიონი“ წერს.

მათივე თქმით, იქამდე იქნებიან ფრონტზე, სანამ მიზანი არ მიიღწევა.

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია.

ქართული ლეგიონი 2014 წლიდან მტკიცედ დგას უკრაინის წინაშე და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დგომას. ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ ვიქნებით ფრონტზე, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“, - წერს "ქართული ლეგიონი“.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ლეგიონი“ საქართველოში მიმდინარე ვითარების გამო უკრაინიდან ჩამოსვლას აპირებდა.