ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი რჩეულიშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები წარუდგინა.

საგზაო ინფრასტრუქტურა 48 მისამართზე, 68 930 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.  მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი ს. დოდაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა, სანიაღვრე სისტემა და ახალი ლედგანათება მოეწყო.  6 500 კვ.მ ფართობზე  ასფალტის საფარი დაიგო.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 სპორტულ მოედანს. 17 მისამართზე კი სკვერისა და საბავშვო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, რ.გვენცაძის  N32-ის მიმდებარედ  3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყო დასასვენებელი და გასართობი სივრცე.

სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები  172 მისამართზე განხორციელდა; 1 240 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო; კულტურულ - საგანმანათლებლო და სპორტული 11 ღონისძიება გაიმართა;

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის  პროგრამის“ ფარგლებში,  223 პროექტი განხორციელდა. აქედან 62 ლიფტი რეაბილიტირდა. 54 მისამართზე ქანობიან და ბრტყელ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ისნის რაიონში  2024 წელს  შესრულებული სამუშაოებისათვის ჯამში, 31 607 070 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციაზე თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.