თუ ვინმეს არ აქვს ღირსება, ეს არის უსამშობლო "ქართული ოცნება". ისინი  საუბრობენ ღირსებაზე, რომლებიც ქალებს სცემენ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას რომ უნდოდეს დეესკალაცია, უნდა გამოეშვათ დაკავებული აქტივისტები.

"ხელისუფლებას რომ უნდოდეს მართლაც რამენაირი სახის დეესკალაცია, ძალიან ადვილად შეეძლოთ, გაეკეთებინათ და გამოეშვათ ის ადამიანები, რომლებიც ციხეებში სხედან. ვხედავთ, რომ სასამართლოებიც კი არ ტარდება, რათა არ გაათავისუფლოს ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ისინი და ცდილობენ, რომ დაშინების პოლიტიკა გააგრძელონ, მეორე მხრივ, თვითონვე ხედავენ, რომ დაშინების პოლიტიკა არ მუშაობს. 

კანონები, რომლებიც მიიღეს, ფაქტობრივად, ზღუდავს ყოველგვარ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. "ტიტუშკებს" ვხედავთ ყოველდღიურად, რომლებიც უფრო და უფრო მეტი ხდებიან. 

ისინი საუბრობენ ღირსებაზე, რომლებიც ქალებს სცემენ. რა ღირსებაზე შეიძლება, ისაუბროს პოლიციელმა, რომელიც დაჭერილ ადამიანის სცემს. თუ ვინმეს არ აქვს ღირსება, ეს არის უსამშობლო "ქართული ოცნება", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.