ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მომზადებულია, კონგრესი და თეთრი სახლი მზად არიან მათ დასამტკიცებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა.

"გასულ შაბათ-კვირას სენატორ ლინდსი გრემს ვესაუბრე. ვიცი, რომ სანქციები მზადაა. კანონპროექტს 2025 წლის რუსეთის სანქციების შესახებ კანონი ჰქვია. და მე ვფიქრობ, რომ გრემს ისინი მზად აქვს და მზადაა მათ განსახორციელებლად“, - განაცხადა კელოგმა.

მან ასევე ამ სანქციებს "საკმაოდ მძიმე“ უწოდა.

"მაგალითად, შეერთებულ შტატებში იმპორტზე 500%-იანი ტარიფი. ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესსა და თეთრ სახლში ერთსულოვნებაა. რუსეთი შემოსავლის უმეტეს ნაწილს ნავთობქიმიური მრეწველობიდან იღებს. ეს სანქციები სწორედ ამ ინდუსტრიისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.