გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ.

კიევის რკინიგზის სადგურზე ევროპელ ლიდერებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.

"დღეს დატვირთული დღე იქნება. უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები. უკრაინაში ოთხ ევროპელ ლიდერს ვესალმებით. ამიტომ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ევროპული სოლიდარობისა და უკრაინის მხარდაჭერის შემდგომ განმტკიცებას ველით“, - განაცხადა სიბიგამ.

ერმაკმა აღნიშნა, რომ დღეს "ბევრი სამუშაო და ბევრი განსახილველი თემა იქნება“.

"ეს ომი სამართლიანი მშვიდობით უნდა დავასრულოთ. მოსკოვი უნდა ვაიძულოთ, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს“, - აღნიშნა მან.

"აშშ-თან ერთად ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს ცეცხლის სრულ და უპირობო 30 დღით შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მყარი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის ტექნიკური განხორციელებისა და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომზადების მიზნით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.