მიხაილო ფედოროვი იტალიას თანამედროვე საომარი ტექნოლოგიების შემუშავებაში დაეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი პირველი შეხვედრა იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოსთან. მადლობა გადავუხადე გვიდოს პირადი მხარდაჭერისა და თავდაცვის ინოვაციების საკითხებში თავის მრჩევლად მუშაობის შეთავაზებისთვის. ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მადლობელი ვარ“, – წერს ფედოროვი.

ფედოროვმა აღნიშნა, რომ ის იტალიას დაეხმარება თანამედროვე საომარი ტექნოლოგიების განვითარებაში, თავდაცვის სექტორის გაუმჯობესებასა და გლობალური უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ადაპტაციაში.

ყოფილი მინისტრი მზადაა, პარტნიორებს გაუზიაროს უკრაინის უნიკალური გამოცდილება ტექნოლოგიურ ომში.

მისივე თქმით, მიუხედავად ახალი საერთაშორისო როლისა, მისი მთავარი მიმართულება უცვლელი რჩება და ის უკრაინაში იმ პროექტებზე მუშაობას გააგრძელებს, რომლებიც აძლიერებს უკრაინის თავდაცვას და საერთაშორისო რესურსების მოზიდვას უწყობს ხელს.

ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამოცდილება შეიძლება ევროპისთვის ახალი თავდაცვის მოდელის საფუძველი გახდეს.