უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა კიევს მოსკოვში ბოლო დღეებში გამართული რამდენიმე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"დღეს ამერიკული მხარისგან მივიღეთ ინფორმაცია მოსკოვში ამ დღეებში გამართული შეხვედრების შესახებ. იქ არაერთი შეხვედრა გაიმართა. გუშინ ვისაუბრეთ და ახლაც ვესაუბრებით ამერიკულ მხარეს. მადლობას ვუხდი მათ ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრისას საჭირო ტონისთვის.

ჩვენ ვაფასებთ ამ ნაბიჯების კოორდინირებულ ხასიათს და იმას, რომ ამერიკა გვთავაზობს სრულიად რეალისტურ ხედვას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო და რა უნდა გაკეთდეს. რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს. ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ეს მოხდეს", – განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ორი დღის წინ იმყოფებოდა.