ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანდრეი სიბიგა აღნიშნავს, მარკ რუტე კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

“ღრმად ვაფასებთ ნატოს ერთიანობასა და სიძლიერეს უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, მაშინ, როდესაც ჩვენ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ერთად ვიცავთ”, - წერს სიბიგა.