უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 449 120 (+1 500) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.08.26-მდე: ტანკები – 12 231 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 070 (+10), საარტილერიო სისტემები – 47 196 (+69), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 988 (+8).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 529 (+2), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 108 (+11); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 439 291 (+1 788), ფრთოსანი რაკეტები – 5 007 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 34 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 128 953 (+456), სპეციალური ტექნიკა – 4 486 (+2).