უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 665 200 (+1080) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.10.24-მდე: ტანკები – 8945 (+1), ჯავშანტექნიკა – 17765 (+14), საარტილერიო სისტემები – 19263 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1225 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 976 (+3), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 16767 (+49), ფრთოსანი რაკეტები – 2619 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 26314 (+74), სპეციალური ტექნიკა – 3386 (+1).