უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, 14-დან 15 მარტამდე, რუსმა ოკუპანტებმა ფრონტზე 1180 ჯარისკაცი დაკარგეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 28 საარტილერიო სისტემა, 97 დრონი და 102 საავტომობილო ტექნიკა.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 892 840 (+1180) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.03.24: ტანკები – 10 315 (+2), ჯავშანტექნიკა – 21 458 (+15), საარტილერიო სისტემები – 24 483 (+28), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1315 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1103 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 233 (+97), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 571 (+102), სპეციალური ტექნიკა – 3777 (+0).