ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI აქტს 27 მარტს განიხილავს. 

მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია წყაროებმა კონგრესიდან მიაწოდეს.

"კანონპროექტის სენატის ვერსია ამ კვირის დასაწყისში წარადგინეს. ის მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, რომ დააწესოს სანქციები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ", - წერს ჟურნალისტი.

მოსმენა 11 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.