უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 316 070 (+1 000) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.04.26-მდე: ტანკები – 11 870 (+4), ჯავშანტექნიკა – 24 400 (+9), საარტილერიო სისტემები – 40 160 (+114), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 739 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 349 (+2), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 243 008 (+2 410), ფრთოსანი რაკეტები – 4 549 (+12).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 90 014 (+253), სპეციალური ტექნიკა – 4 129 (+3).