ივანიშვილი დაძველდა და ამ ხელისუფლებას სიძველის სუნი ასდის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური სიძველის სუნი კი არ არის, ეს არის უღირებულებო, გამოშიგნული, გამოფიტული, არაფერზე მდგარი სიძველე, რომელსაც საკუთარი ხალხი არ აინტერესებს.

"ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. ეს სიძველის სუნი რა არის, ეს პოლიტიკური სიძველის სუნი კი არ არის, ეს არის უღირებულებო, გამოშიგნული, გამოფიტული, არაფერზე მდგარი სიძველე, რომელსაც საკუთარი ხალხი არ აინტერესებს. როგორ დავამარცხოთ პროპაგანდა - კი რთულია, ამას არავინ უარყოფს. “ოცნებამ" საკუთარ ხალხზე ფსიქოლოგიური ტერორი მოაწყო, ომით აშინებდა, იმიტომ, რომ უამრავი მილიონი ლარი მოეპარათ.

ყველა ავტოკრატია მარცხდება და ჩვენ ავტოკრატს დავამარცხებთ. პირველი რაც გვჭირდება - ისეთი კუნძულების გაძლიერება, სადაც ადამიანების პრობლემებზე საუბარი, რომელიც არსად გამქრალა და პირიქით, ძლიერდება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.