აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, პაკისტანში ჩავიდეს, თუ ვაშინგტონსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული და თუ დოკუმენტს ისლამაბადში მოაწერენ ხელს.

"დიახ, პაკისტანში წავიდოდი. თუ ისლამაბადში შეთანხმებას ხელი მოეწერება, შესაძლოა, წავიდე“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ასეთი ინიციატივა პაკისტანურ მხარესთანაც განიხილება.

"მათ ჩემი ჩასვლა სურთ", - აღნიშნა მან.

ტრამპმა დადებითად შეაფასა პაკისტანის მონაწილეობა კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ კონტაქტებში.

მისი თქმით, ქვეყნის წარმომადგენლები მნიშვნელოვან შუამავლის როლს ასრულებენ და მოლაპარაკებების პროცესში აქტიურ ჩართულობას ავლენენ.