უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 358 950 (+1 000) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 27.05.26-მდე: ტანკები – 11 955 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 618 (+3), საარტილერიო სისტემები – 42 790 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 805 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 397 (+0), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 485 (+10); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 313 342 (+1 307), ფრთოსანი რაკეტები – 4 687 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 99 645 (+271), სპეციალური ტექნიკა – 4 224 (+3).