სასურველი და აუცილებელი მიზანია, რომ გაერთიანება მოხდეს, ასეთი დღესასწაულების ირგვლივ, რომლის პრივატიზაცია ან პარტიზაცია ყოვლად დაუშვებელია, - ამის შესახებ ინიციატივა “ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მისი გუნდის წევრები აქციას შეუერთდნენ, როგორც საზოგადოების ნაწილი და მათ უბრალოდ წვლილი შეიტანეს საერთო სახალხო დღესასწაულში.

"სასურველი და აუცილებელი მიზანია, რომ გაერთიანება მოხდეს, ასეთი დღესასწაულების ირგვლივ, რომლის პრივატიზაცია ან პარტიზაცია ყოვლად დაუშვებელია. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, რომლის უკანაც დგანან თაობები დაღვრილი სისხლით, ოფლით და გაწეული შრომით, მათ შორის საბრძოლო ველზე. ამ დღის პრივატიზება ვერცერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ვერ მოხდება და არც მოხდება, ეს იქნება პოლიტიკურად არასერიოზული, ძალიან ინფანტილური და უპასუხისმგებლო.

ჩვენ დღევანდელ აქციაზე მოვედით როგორც საზოგადოების ნაწილი, ბუნებრივია, ნებისმიერი აქცია ორგანიზებას საჭიროებს, ყოველი ასეთი ხალხმრავალი აქციის თავში დგას გარკვეული საინიციატივო ჯგუფი, მაგრამ ერთი არის ლოგისტიკური მხარე, რომელთანაც ჩვენ შეხება არ გვქონია, მაგრამ მთავარი მამოძრავებელი იყო ის, რომ დღეს ჩვენ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა საერთო სახალხო დღესასწაულში, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა ჰქვია", - განაცხადა ყიფიანმა.