უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 452 880 (+1 130) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.08.26-მდე: ტანკები – 12 242 (+5), ჯავშანტექნიკა – 25 084 (+5), საარტილერიო სისტემები – 47 396 (+65), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 002 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 540 (+2), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 134 (+10); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 444 455 (+1 715), ფრთოსანი რაკეტები – 5 007 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 34 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 130 266 (+449), სპეციალური ტექნიკა – 4 495 (+3).