უკრაინა მზადაა, ჩაერთოს მოლაპარაკების ნებისმიერ ფორმატში, რომელიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოიტანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ყოველდღიურად კონტაქტშია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებას აგვისტოში ელის.

"ჩვენ მზად ვიქნებით ყველა ფორმატის შეხვედრისთვის და ველით, რომ უიტკოფი და კუშნერი აგვისტოში აქტიურები იქნებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა,  სხვა პარტნიორებთან, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, თანამშრომლობა მიმდინარეობს, თუმცა ამ სამუშაოს ნაწილი ჯერ საჯაროდ არ ჟღერდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი დიპლომატიური ძალისხმევიდან კონკრეტულ შედეგებს ელის.