2 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური, კომბინირებული დარტყმა განახორციელა. რამდენიმე ქალაქი დაიბომბა და თითოეულში დაფიქსირდა ნგრევა და მსხვერპლი.

მტერმა თავდასხმების დროს გამოიყენა დრონები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები; დაიბომბა კიევი, ხარკოვი, დნეპრი, სუმი და ზაპოროჟიე;

კიევში დაზიანდა საცხოვრებელი და სხვა სექტორები, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა; ხარკოვში დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები, რის შედეგადაც 10 ადამიანი (მათ შორის ერთი ბავშვი) დაშავდა; დნიპროში დაინგრა სახლი და ბინები, რის შედეგადაც 36 ადამიანი დაშავდა და ექვსი დაიღუპა.

კიევის მერის თქმით, ორმოცი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსების დარტყმის შემდეგ კიევში ბევრ ადგილას გაჩნდა ხანძარი, დაინგრა და დაზიანდა შენობები, მათ შორის საავადმყოფო.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დნიპროში 6 დაღუპულიდან ერთ-ერთი მაშველია, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს რუსეთის განმეორებითი დარტყმის დროს დაიღუპა.